
რუსეთი სამხედრო ბაზების გაყვანისათვის კომპენსაციას ითხოვს
რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ პრინციპულ საკითზეა შეთანხმება მისაღწევი. ესენია: გაყვანის ვადებთან და იმ ფინანსურ კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მისი ქონების სანაცვლოდ უნდა მიიღოს.
“თუმცა ამაზე ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული. რუსული მხარე ხანგრძლივ ვადებსა და დიდ ფინანსებს ითხოვს. ჩემი აზრით, ჩვენი წინადადებები დაჟინებით უნდა დავიცვათ“, განაცხადა ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში ბორის გრიზლოვმა.
რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი, როგორც რუსეთის სათათბიროს ხელმძღვანელობა აცხადებს, პრინციპულად გადაწყვეტიალია.
დღესვე ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს რუსეთის თავდაცვის უწყება, რომლის მიხედვითაც ბაზების გაყვანას სულ მცირე სამი–ოთხი წელიწადი მაინც დასჭირდება.