ახალი ამბები

გიგა ბოკერია უარყოფს შეუთანხმებლობას რუსული ბაზებზე დადგენილებასთან დაკავშირებით

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ  პარლამენტართა ჯგუფსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შორის რუსული სამხედრო ბაზების დადგენილების პროექტის გამო დაპირისპირება.


“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, მთავრობა და პარლამენტი ერთიანია ამ საკითხზე, როგორც არასდროს. ეს ინიციატივა [დადგენილების პროექტზე] პარლამენტის თავმჯდომარიდან და პრეზიდენტიდან მოდის და ვარაუდები შეუთანხმებლობის თაობაზე უსაფუძვლოა“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.


დაპირისპირების შესახებ მოსაზრებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავა პარლამენტარებს გადაედოთ დოკუმენტის მიღება და დაეცადათ სამხედრო ბაზებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების დასრულებამდე.


პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მხრივ უარყო ინფორმაცია შეუთანხმებლობის თაობაზე და განაცხადა, რომ კამათი მხოლოდ დადგებილენის მიღების თარიღმა გამოიწვია და არა მისმა შინაარსმა.   


 

მსგავსი/Related

Back to top button