ახალი ამბები

ვატიკანი საქართველოსთან არშემდგარ შეთანხმებაზე მიანიშნებს

საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში რომის პაპი იოანე პავლე II ხაზს უსვამს კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის “კონსტრუქციული დიალოგის“ აღდგენის საჭიროებას, იტყობინებოდა Catholic World News 9 მარტს.


რომის პაპის წერილი კარდინალმა ანჯელო სოდანომ საქართველოს ახალ ელჩს ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონს გადასცა.


საქართველოს მცირერიცხოვან კათოლიკურ საზოგადოებას სურს მართლმადიდებლურ უმრავლესობასთან “თანამშრომლობისა და სრული პატივისცემის სულისკვეთებით” მუშაობა, განაცხადა პაპმა და “კონსტრუქციული დიალოგის“ აღდგენისკენ მოუწოდა, რაც საქართველოს მთავრობას კათოლიკური ეკლესიის წვლილის აღიარებამდე მიიყვანს, კერძოდ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში.


ამ განცხადებით, წმინდა საყდარი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებაზე მოლაპარაკებების აღდგენის საჭიროებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები კათოლიკეების რელიგიური თავისუფლებისა და სამართლებრივი უფლებების უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობამ ორი წლის წინ უარი თქვა ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე.


2003 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ბოლო წუთში უარი განაცხადა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე ვატიკანთან, მას შემდეგ, რაც თბილისში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.


შედეგად, არქიეპისკოპოს ჟან-ლუი ტორანს, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისში ხელშეკრულების ხელმოსაწერად ჩამოვიდა, საქართველოს დატოვება ხელმოცარულს მოუხდა.


საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში რომის პაპი ასევე აცხადებს, რომ რელიგია არასდროს უნდა იქნა გამოყენებული ძალადობისა და მტრობის საბაბით.   

მსგავსი/Related

Back to top button