ახალი ამბები

ვენეციის კომისია სამხრეთ ოსეთის სტატუსზე იმსჯელებს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 11–12 მარტის პლენალური სხდომის განსახილველ საკითხთა შორის ერთ–ერთი მთავარი ადგილი საქართველოს უჭირავს, სადაც განიხილება სამხრეთ ოსეთის სტატუსთან და საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.


საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა 26–27 იანვარს თბილისში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას, რათა დახმარებოდა ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის სამართლებრივ მომზადებაში.


ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მოახსენებს ვენეციის კომისიას მათი დელეგაციის ვიზიტის შემდგომ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარების შესახებ.


ვენეციის კომისია ასევე მიიღებს დასკვნას საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო პროექტთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button