ახალი ამბები

ნოღაიდელი: პრივატიზებიდან ბიუჯეტში დამატებით 450 მლნ ლარი იქნა მობილიზებული

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ცენტრალურ  ბიუჯეტში დამატებით 450 მლნ ლარის მობილიზების საფუძველზე 11 მარტს მთავრობა პარლამენტს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარუდგენს.


“საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ძირითადად პრივატიზებიდან შემოსული თანხების ხარჯზე მოხდა“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


ამჟამად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2.2 მილიარდ ლარს, ხოლო შემოსავლები – 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს.


 

მსგავსი/Related

Back to top button