ახალი ამბები

რუსი დეპუტატი: რუსეთი არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები იმის გარანტიაა, რომ რუსეთის საზღვრებთან სიახლოვეში და სამ ცხელ წერტილში – აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყარაბაღში – არ მოხდება სიტუაციის დესტაბილიზაცია და არ გამოჩნდებიან არამეგობრულად განწყობილი უცხოური სამხედრო ძალები.  


“რუსეთის ხელისუფლება არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას და არ სჯერა, რომ საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩება“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ როგოზინის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სამხედრო ბაზების საწინააღმდეგო დადგენილების შესაძლო მიღების საკითხის კომენტირებისას, როგოზინმა განაცხადა, რომ “ქართველმა კოლეგებმა უმჯობესია იმაზე იფიქრონ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს“.

მსგავსი/Related

Back to top button