ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის უწყებაში მაღალ თანამდებობებს რუსი ოფიცრები დაიკავებენ

გაზეთი “24 საათის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ყაბარდოელმა სულთან სოსნალიევმა აფხაზური წარმოშობის ყველა მაღალი რანგის მოხელე გაათავისუფლა და ვაკანტური შტატების დაკომპლექტებას ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხედროებით გეგმავს. ამ სამხედროთა უმეტესობა საბჭოთა არმიაში და მოგვიანებით, აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის დროშის ქვეშ მსახურობდა.


გენერალ სოსნალიევს 1992-93 წლების ქართული-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. გაზეთის ცნობით, სოსნალიევის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიელი ოფიცრების დანიშვნასთან დაკავშირებით მიანიშნებს გარკვეულ უნდობლობაზე აფხაზების მიმართ, ასევე გადაწყვეტილებაზე გაძლიერდეს აფხაზეთის სამხედრო ძალა.


“24 საათი“ ასევე იტყობინება, რომ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი გენადი ზაიცევი ერთ დროს სირიაში პრეზიდენტ ჰაფეზ ასადის დროს სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 


 

მსგავსი/Related

Back to top button