ახალი ამბები

სააკაშვილმა პრესასთან ურთიერთობებში პირად წარმომადგენლად გელა ჩარკვიანი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრესასთან ურთიერთობებში პირად წარმომადგენლად, საერთაშორისო ურთიერთობებში ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი დანიშნა.


“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერი ასაკის პროფესიონალი  სჭირდება. ჩათვალეთ, რომ როცა ეს კაცი ლაპარაკობს, ლაპარაკობს პრეზიდენტი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისივე განცხადებით, პრეზიდენტის პრეს–სპიკერი ალანა გაგლოევა, რომელიც ამ თანამდებობაზე 12 იანვარს დაინიშნა, გელა ჩარკვიანის მოადგილე იქნება.


 

მსგავსი/Related

Back to top button