ახალი ამბები

აშშ უარყოფს გეგმებს საქართველოში ამერიკული ბაზების განლაგების თაობაზე

8 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას  ჯონ ტეფტმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რაიმე გეგმები საქართველოში ამერიკული ბაზების განლაგების თაობაზე.


“მოსკოვს კვლავ მწვავე რეაქცია აქვს რეგიონში აშშ-ის სამხედრო როლის შესაძლო გაზრდის თაობაზე. ამას ადასტურებს ის ზეწოლაც, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ახდენს, როდესაც ავალდებულებს ქვეყანას ჩარჩო ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება უცხოური ბაზების საქართველოში განლაგების აკრძალვის თაობაზე, ასევე ის უკმაყოფილება, რომელსაც რუსეთი გამოხატავს საქართველოში ამერიკის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ და “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ ნათლად ავუხსენით რუსეთს ყველაზე მაღალ დონეებზე, რომ არ ვაპირებთ ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოში”, აღნიშნა ჯონ ტეფტმა. 

მსგავსი/Related

Back to top button