
ახალი ამბები
პროკურატურა მირცხულავასთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს
სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისთვის დავით მირცხულავასთვის დღეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა კახა მაჭავარიანმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
ამას დავით მირცხულავას და მისი ახლობლების პროტესტი მოჰყვა. „ეს შედეგია იმისა, რომ დავით მირცხულავა ვერ აიძულეს გარიგებაზე წასულიყო და გადაეხადა გარკვეული რაოდენობის თანხა, რაც მას არ გააჩნია“, განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მირცხულავას ადვოკატმა ეკა ბესელიამ.
სასამართლო საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დანიშნულ სასამართლო პროცესზე გამოიტანს.
დავით მირცხულავა, რომელსაც მინისტრობის პერიოდში ფინანსურ მაქინაციებსა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი, 2003 წლის დეკემბრის ბოლოს დააკავეს.