skip to content
ახალი ამბები

გენერალური შტაბი IPAP-ის შესრულებაში ნატოს ექსპერტთა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის ნატოსთან ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების დროს თბილისში  მყოფი ნატოს ექსპერტთა შენიშვნები გაითავლისწინოს. 


„ჩვენ ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ არსებობს ხარვეზები, რის დახვეწასაც  ნატოს ექსპერტების რეკომენდაციების დახმარებით შევძლებთ“, განაცხადა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ლევან ნიკოლეიშვილმა.


ერთ-ერთი ამოცანა, ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, რჩება ლოჯისტიკის უზრუნველყოფის საკითხები, „რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია“. ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს IPAP-ის ვადებში განხორციელებას, რაც სავარაუდოდ ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

Back to top button