ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის პრეზიდენტმა ზაზა ხალვაშმა  და მისმა მოადგილემ  ავთო გადახაბაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს, რომელიც უკვე დააკმაყოფილა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.


დღესვე აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა რადიო „თავისუფლების“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ევგენი თავდგირიძე.


ლევან ვარშალომიძის თქმით, ტელევიზიაში დაბრუნდება ყველა ის ჟურნალისტი, ვინც სამსახურიდან 3 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნატა იმედაიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გამო წავიდა. თუმცა თავად ნატა იმედაიშვილი ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.


აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა იმედაიშვილის და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა თანამდებობები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლისა და მკაცრი ცენზურის დაწესების მოტივით დატოვეს.



 

მსგავსი/Related

Back to top button