
ახალი ამბები
პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ჯარისკაცები დააკავეს
დღეს ქუთაისში სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის რამდენიმე ჯარისკაცი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და სამი პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედროები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, როცა მათ შელაპარაკება მოუვიდათ საპატრულო პოლიციელებთან.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.