ახალი ამბები

სააკაშვილი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის შეხვდა.


„იტალიაში ვიზიტს უწინარეს ყოვლისა ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. იტალიაში დიდი რაოდენობით თავისუფალი კაპიტალია და უნდა მივაღწიოთ, რომ ის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩაიდოს. საამისოდ საქართველოში მართლაც კარგი შესაძლებლობებია“ , განაცხადა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.


იტალიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რასაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა და განაცხადა, რომ „ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“.


წინასწარი ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მაისის თვეში ესტუმრება.


 

Back to top button