
ახალი ამბები
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი უკრაინაში გაემგზავრა
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი დღეს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გელა ბეჟუაშვილი უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანს პეტრე პოროშჩენკოს შეხვდება. ასევე იგეგმება შეხვედრები უკრაინის თავდაცისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
გელა ბეჟუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან საქართველო-უკრაინას შორის სამომავლო ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
გელა ბეჟუაშვილი თბილისში 7 მარტს დაბრუნდება.