
ახალი ამბები
სააკაშვილი იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ დღეს ოფიციუალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა, სადაც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდნეტს კარლო აძელიო ჩამპის შეხვდება.
პრეზიდენტი ასევე შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის, სენატის თავმჯდომარეს მარჩელო პერას და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს პიერფერდინანდო კაზინის.
მიხეილ სააკაშვილი იტალიაში დაესწრება ბიზნეს-ფორუმს „ინვესტირება საქართველოში“, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა. პრეზიდნეტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში 7 მარტს დაბრუნდება.