
ოპოზიცია თანამშრომლობის საკითხს განიხილავს
ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველო“-ს ლიდერებს შეხვდა თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით.
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პარლამენტარმა ირაკლი ბათიაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს შორის თანამშრომლობის საჭიროება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო იზრდება საზოგადოების პროტესტი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ.
ოპოზიციურო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველო“ გასული წლის დეკემბერში შეიქმნა. მასში გაერთიანებულები არიან ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური სახეები, მათ შორის არიან ირაკლი ბათიაშვილი და თემურ შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იმერეთის გუბერნატორი იყო.
ახალი საზოგადოებრივმა მოძრაობამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი “ეროვნული ღირებულებების დაცვა და დემოკრატიული პრინციპების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლა” იქნება.