
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს
დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის ახალი რწმუნებული, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი რწმუნებული გოგა ხაჩიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2004 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა წარადგინა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულად დაინიშნება.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ამ დრომდე ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი იყო. განხორციელებული ცვლილებების მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.