
თბილისი მოსკოვს ანქვაბზე თავდასხმის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირების გამო აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცვიფრებას გამოხატავს 1 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებით, ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა მიზნად ისახავდა „აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესის გართულებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც იმავე დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „აბსოლუტურად გაუგებარია“, თუ რატომ უკავშირებს რუსული მხარე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ასევე გამოხატა შეშფოთება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას არაფერი აქვს საერთო ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებთან.