
შინაგან საქმეთა მინისტრი: ადამიანის უფლებათა დაცვა გაუმჯობესდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 1 მარტს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა „სამართალდამცავ ორგანოებში ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა“.
ვანო მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაზე ადამიანის უეფლებათა დაცვის შესახებ, რომლშიც ნათქვამია, რომ „ადამიანთა უფლებების დაცვის სფერო კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ცალკეული გაუმჯობესებები დაფიქსირდა ზოგიერთ სფეროში“. კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს „პოლიციის სისასტიკეს“ და სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა წამებას.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 1 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება „შეიცავს ბევრ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტიკას“.
„ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს მოვამზადებთ და გავუგზავნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს“, დასძინა მან.