ახალი ამბები

სიგარეტით არალიცენზირებული ვაჭრობა აიკრძალა

1 მარტიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე სიგარეტით ვაჭრობა აიკრძალა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით,  ეს ღონისძიება მიზნად ისახავს სიგარეტის კონტრაბანდის აღმოფხვრას.


მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილენი აკრძალვის ერთი თვით გადადებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ეს  ვადა საკმარისი იქნება სიგარეტის დარჩენილი მარაგის გასაყიდად.

Back to top button