
ახალი ამბები
სააკაშვილი მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 მარტს მოლდოველი კოლეგის ვლადიმერ ვორონინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოლდოვას. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ განაცხადა.
მისი თქმით, 6 მარტს მოლდოვაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, “თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი არ ისახავს მიზნად რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას, იგი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას შეხვდება“, დასძინა გაგლოევამ.
პრეს–სპიკერის განცხადებით, სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოლდაველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა.
მოლდოვაში ვიზიტის დროს სააკაშვილი და ვორონინი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) როლის ამაღლების საკითხზე.