ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. 1 მარტს მინისტრი  ევროკავშირის და ევროპული პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ხავიერ სოლანას შეხვედრა.


2 მარტს სალომე ზურაბიშვილი  ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება. 


„ბრიუსელში შეხვედრების დროს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე და ასევე მოვითხოვთ ორ ქვეყანას შორის საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის გაგრძელებას. განიხილება ასევე [ევროკავშირის] ერთიანი სამეზობლო პოლიტიკის საკითხები“, განაცხადა გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button