ახალი ამბები

ეუთოს სემინარი პოლიციის რეფორმებს განიხილავს

28 თებერვალს თბილისში ეუთოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა იმართება, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველოში ეუთოს მისიის ცნობით, მონაწილეებს პოლიციის რეფორმირების საქმეში ეუთოს გამოცდილებას გაუზიარებენ.


განიხილება ასევე ეუთოს მისიისა და ეუთოს პოლიციის სტრატეგიული საკითხების განყოფილების მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ კვლევის ფარგლებში ეუთო–ს ექსპერტებმა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ჩაატარეს სამართალდამცავი ორგანოების  შეფასება, რათა დაედგინათ თუ რა სახის გადაუდებელი რეფორმების ჩატარებაა საჭირო პირველ რიგში.

შეხვედრაზე იმსჯელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მართვის სისტემის გაძლიერებაზე, პოლიციისთვის კადრების მომზადების ახალი კონცეფციის შემუშავებასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციების დანერგვაზე.

Back to top button