
გაზეთი “რეზონანსი“ მმართველ პარტიაში განხეთქილებაზე იტყობინება
გაზეთი “რეზონანსი“ “ნაციონალურ მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობაში წარმოქმნილ განხეთქილებაზე საუბრობს, რომლის შედეგადაც რამდენიმე აქტივისტმა პარტია დატოვა.
გაზეთის ვარაუდით, განხეთქილების პროცესი მმართველ პარტიაში კიდევ უფრო გაღრმავდება. “ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობა“ 12-მა დეპუტატმა დატოვა … კულუარული ინფორმაციით, ძალიან მალე მათ კიდევ 8 დეპუტატი შეუერთდება“, წერს გაზეთი.
დავით ბაციკაძემ, “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა 25 თებერვალს დატოვა პარტია. მისი წასვლის წინა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტოვებენ პარტიას.
დავით ბაციკაძემ, რომელიც აჭარის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და თბილისის პარტიული ოფისის ლიდერებთან განხეთქილება დაასახელა.
“რეზონანსი“ ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დეპუტატ დავით ბერძენიშვილის (რომელმაც ასევე დატოვა მმართველი პარტია გასული წლის ივნისში) სიტყვებზე დაყდნობით აცხადებს, რომ წასულმა აქტივისტებმა თავიანთი გადაწყვეტილებით “საკმაოდ მკაცრი დარტყმა მიაყენეს ნაციონალურ მოძრაობას“.
დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეს პირები, მათ შორის დავით ბაციკაძე და სულხან ღლონტი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აჭარელი ახალგაზრდების ლიდერები იყვნენ.