
ახალი ამბები
სავალდებულო სამხედრო სამსახური 18-თვიანი გახდა
25 თებერვალს 124 ხმით 4-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ, რომლის მიხედვითაც 12 თვიანი სამხედრო სამსახური 18 თვემდე გაიზარდა.
ახალი ნორმა გავრცელდება ამჟამად მიმდინარე საგაზაფხულო გაწვევაზეც და ძალაში იქნება 2008 წლამდე.
წელიწადნახევრიანი სამხედრო სამსახური არ შეეხებათ მათ, ვინც ამ დროისთვის ერთწლიან სამხედრო ვალდებულებას იხდიან.