ახალი ამბები

საგზაო შემთხვევის მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრი გალში შეხვედრებს მართავს

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაურის ესკორტს, რომელიც დღეს გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად მიემგავზრებოდა ქუთაისთან ავარია მოუვიდა. მსუბუქად დაშავებულია გილაურის თანმხლები სამი პიროვნება.


თუმცა ავარიის გამო ვიზიტი არ ჩაშლილა. ამჟამად მინისტრი დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად გალის რაიონში იმყოფება. ვიზიტისას მხარეები განიხილავენ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხებს.


ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 მარტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით სამი თვით გაითიშება ენგურჰესი. სანაცვლოდ ქვეყნის ენერგომომარაგება რუსეთიდან გაიზრდება.

Back to top button