ახალი ამბები

სააკაშვილი “პატრიოტული სულისკვეთების“ ამაღლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24 თებერვალს ქართული კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი პარლამენტარ გია თორთლაძის მიერ წამოყენებული ინიციატივა გახდა, რაც შეიარაღებული ძალებისა და პატრიოტული სულისკვეთების მხარდამჭერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.


პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს თითოეულ ქართველს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. “გაერთიანების, გამთლიანებისა და მშვიდობიანი გზით ფეხზე დადგომის ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა არასდროს გვქონია”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button