
ახალი ამბები
სსფ-ის მისია საქართველოს ეწვია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია პაოლო ნეოჰაუსის ხელმძღვანელობით 24 თებერვალს საქართველოში ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან. პირველ შეხვედრას მისია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ირაკლი მანაგაძესთან გამართავს.
მხარეები განიხილავენ სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელებისა და 2005 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხებს.
საქართველომ სსფ-ს ეკონომიკური დახმარების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო ორი ტრანში – 14 მილიონი აშშ დოლარისა და 21.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სულ დაგეგმილია 150 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.
დადებითი შეფასების შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მესამე ტრანშს გამოუყოფს საქართველოს მთავრობას.