ახალი ამბები

მაილსი სოხუმს ალასანიას “დილემის“ მოგვარებას დაპირდა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა, რომელიც სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, 23 თებერვალს “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ იგი დაეხმარება სოხუმს იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას აფხაზეთის საკითხებში პირად წარმომადგენლად დანიშვნამ წარმოშვა.


აფხაზეთის ხელმძღვანელობა უარს აცხადებს აღიაროს ალასანია მოლაპარაკაბების ერთ-ერთ მხარედ, რადგანაც ეს უკანასკნელი აფხაზეთის დევნილ მთავრობას ხელმძღვანელობს. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ალასანიასთან მოლაპარაკებები ნიშნავს აფხაზეთის “დევნილი მთავრობის“ აღიარებას.


“მე კარგად მესმის ეს სიტუაცია. ჩვენ ეს საკითხი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან განვიხილეთ [მოლაპარაკებების დროს]. ვეცდები მონაწილეობა მივიღო ამ დილემის მოგვარებაში“, განაცხადა მაილსმა.

Back to top button