ახალი ამბები

ყოფილი რექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე 23 თებერვალს სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პარლამენტართა ჯგუფმა ბერიძის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა.

პროკურატურის განცხადებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახნისთვის იყო საჭირო.
   
თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ყოფილ რექტორს, აცხადებს, რომ არ არსებობს ამ ბრალდებების მტკიცებულებები.


ბერიძის გათავისუფლებას მოჰყვა ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროტესტო აქციის შეწყვეტა, რომელიც 16 თებერვალს ბერიძის დაპატიმრების დღიდან დაიწყო. მოგვიანებით მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.

Back to top button