
ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილი თურქეთის პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს შეხვდა
თურქეთში ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 22 თებერვალს მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტთან აჰმეთ ნეჯეთ სეზერთან და თავდაცვის მინისტრთან, იტყობინება “Turkish Daily News“-ი.
ირაკლი ოქრუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთთან თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი კვლავაც განაგრძობს ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.