ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

დღეს დეპუტატებმა 173 ხმით ერთხმად დაუჭირეს მხარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კოტე კუბლაშვილის კანდიდატურის არჩევას. კონსტიტუციის თანახმად, კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადა 10 წლით განისაზღვრება.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ერთადერთმა ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიციამ”.


23 თებერვალს კოტე კუბლაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მისი მიზანი “სასამართლო სისტემის სრულყოფა, დამოუკიდებლობა და მოსახლეობაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენაა”.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, “[კუბლაშვილის არჩევა] ერთ-ერთი საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილებაა”.


პროფესიით იურისტი კოტე კუბლაშვილი ბოლოს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ფონდს ხელმძღვანელობდა. 2001 წელს მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს კი მისი მოადგილე იყო.

მსგავსი/Related

Back to top button