
Alenia Marconi Systems-ის წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება
ბრიტანულ-იტალიური კომპანიის Alenia Marconi Systems (AMS)-ის საჰაერო ტრანსპორტის მართვისა და აეროპორტების სისტემების სამსახურის დირექტორი პაოლო პრუდენტე 22 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
ამჟამად AMS-ი საქართველოს საჰაერო-სანავიგაციო მომსახურებაში საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ახალ სისტემას ნერგავს. პროექტი ასევე ქართველ დისპეჩერთა მომზადებას.
AMS-ი წარმოადგენს ელექტრონული სისტემების საერთაშორისო კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალებისა და საჰაერო ტრანსპორტისათვის ახორციელებს კონტროლისა და მართვის სისტემების პროექტირებას და ამ სისტემების წარმოებას მსოფლიო მასშტაბით.
AMS-ის აქციათა მფლობელები არიან ბრიტანული BAE Systems და იტალიური Finmeccanica. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან კომპანიას, რომლის საერთო წლიური ბრუნვაც 1.2 მილიარდ ევროს აღემატება.