ახალი ამბები

თბილისი იმედოვნებს, რომ საქართველო ბუში-პუტინის შეხვედრაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს

სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ალანა გაგლოევა შეეხო ევროპის ქვეყნების ლიდერებისადმი აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართვას, რომელიც საქართველოსაც ეხებოდა.

“საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების კონტექსტში ცალკე გამოყოფა, საქართველოსთვის ახალ საგარეო პოლიტიკურ რეალობას ქმნის”, განაცხადა გაგლოევამ.


გაგლოევას განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ 24 თებერვალს ბრატისლავაში დაგეგმილ ბუში-პუტინის შეხვედრაზე საქართველო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 


პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აქვე დასძინა, რომ რამოდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა როგორც აშშ-ს, ისე უკრაინის პრეზიდენტებს.  


აშშ–ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ “ევრო–ატლანტიკურმა ოჯახმა“ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს “ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებს, კონკრეტულად კი საქართველოსა და უკრაინას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button