ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია” პირველ არხზე მთავრობის კონტროლზე საუბრობს

დღეს პარლამენტის სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება.


“პირდაპირი მითითებებით ხდება ჩვენი [“მემარჯვენე ოპოზიციის”] ღონისძიებების გაშუქების დაბლოკვა”, აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.


მისი თქმით, ასევე გაუგებარია “რატომ მაუწყებლობს პირველი არხი საზოგადოებრივი ტელევიზიის სახელით, თუ [პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი] საზოგადოებრივი ტელევიზიის ამოქმედებას 2006 წლიდან ითვალისწინებს”.

Back to top button