
ახალი ამბები
აშშ-ის და იტალიის ელჩები აფხაზეთს ეწვევიან
საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი და იტალიის ელჩი ფაბრიციო რომანო დღეს სოხუმს ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვედრებს გამართავენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან, ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.