ახალი ამბები

ბუშმა ევროპას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ბრიუსელში, ევროპის ქვეყნების ლიდერებისადმი მიმართვაში, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ “ევრო–ატლანტიკურმა ოჯახმა“ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს “ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებს, კონკრეტულად კი საქართველოსა და უკრაინას.


“მოვიდა რა თავისუფალი მთავრობა ხელისუფლებაში [უკრაინაში] და ახორციელებს რა პრეზიდენტ [ვიქტორ] იუშჩენკოს მთავრობა სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებს, უკრაინა უნდა იქნას გულთბილად მიღებული ევროატლანტიკური ოჯახის მიერ”, განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.


“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალი დემოკრატიის ქვეყნებს. ამიტომ ჩვენი ალიანსის სახელმწიფოებმა უნდა განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა, სადაც მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა დაამხეს გაყალბებული არჩევნები და გზა მისცეს იმ ძალებს, რომლებიც დემოკრატიული ცვლილებებისთვის არიან მოწოდებულნი”, დასძინა აშშ–ის პრეზიდენტმა.

Back to top button