
ახალი ამბები
საქართველოს გერმანიის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სტუმრობს
16-19 თებერვალს საქართველოს გერმანიის ფედერალური სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სტუმრობს, იტყობინება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური.
დელეგაციის წევრები თბილისის აეროპორტში სასაზღვრო-საიმიგრაციო სამსახურის საქმიანობას გაეცნობიან, რათა განსაზღვრონ ამ მიმართულებით საქართველოსადმი კონკრეტული დახმარების საკითხები.
17-18 თებერვალს გერმანელი სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ორდღიან სემინარში, რომელიც ევროკავშირის სამართლის, დოკუმენტების გაყალბებისა და სასაზღვრო სამსახურის მართვის საკითხებს ეძღვნება.