
ახალი ამბები
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სოხუმს ეწვევა
სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო 15 თებერვალს სოხუმს ეწვევა.
ჟან მარი გიენომ 14 თებერვალს მოლაპარაკებები გამართა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ “თბილისში და სოხუმში დინამიური პერიოდია“ და საჭიროა ამ მომენტის გამოყენება “მოლაპარაკებების პროცესის წინ წასაწევად“.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.