ახალი ამბები

აფხაზეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს სერგეი ბაღაფშის საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩატარდა.


 


“ჩვენ მრავალეროვანი მოსახლეობა გვყავს და მათ აირჩიეს პრეზიდენტი. ახლა, ჩვენი ვალია შევასრულოთ მოსახლეობის ნება, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ მათი კეთილდღეობა“,  აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


 


ბაღაფშმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის როლს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


 


პრეზიდენტის ინაუგურაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.  


 

Back to top button