ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება

დღეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია გაიმართება. “ცერემონია ჩაივლის მოკრძალებულად, მაგრამ საზეიმოდ”, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები.


სააგენტო “რეგნუმი” იუწყება, რომ ინაუგურაციას დაესწრება აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, რომელიც ავადმყოფობის გამო საზოგადოებაში დიდი ხანია არ გამოჩენილა.


“რეგნუმის” ცნობით, ცერემონიას დაესწრება ასევე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ასევე მრავალრიცხოვანი სტუმარი რუსეთიდან.


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 12 იანვარს გაიმართა, სადაც სერგეი ბაღაფში პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ხოლო მისი ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა – ვიცე-პრეზიდენტად.


ბაღაფშმა არჩევნებში დამაჯერებლად, ხმათა 91%-ით მოუგო ერთადერთ კონკურენტს სახალხო პარტიის ლიდერს იაკუბ ლაკობას.

Back to top button