
ახალი ამბები
რაისი: საქართველომ ნატოში გაწევრიანებამდე პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან ნატოში გაწევრიანებამდე.
კონდოლიზა რაისმა ლუქსემბურგში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, “ძალიან გვინდა საქართველო და უკრაინა ევროპაში განვითარებული მოვლენების მონაწილეებად ვიხილოთ“.
“მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა ევროპის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, საქართველოს და უკრაინას მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ ნატოში გაწევრიანებამდე. ამდენად, ვფიქრობ, რომ ჩვენ პრაქტიკულ სამუშაოზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და არა გაწევრიანების საკითხზე“, დასძინა რაისმა.