ახალი ამბები

კახა ბენდუქიძე რუსეთის მილიონერების სიაში შევიდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძეს რუსეთის მილიონერ ბიზნესმენთა სიაში 311-ე ადგილი უკავია. იგი 55 მილიონი აშშ დოლარის მფლობელია. სია რუსულმა ჟურნალმა “ფინანსმა“ გამოაქვეყნა.


კახა ბენდუქიძეს გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე, რუსეთის “გაერთიანებული მანქანათმშენებლობის საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.


ბორის (ბიძინა) ივანიშვილს, უმდიდრეს ქართველ ბიზნესმენს რუსეთში, სიაში მე-17 ადგილი უკავია. იგი 2.35 მილიარდი დოლარის მფლობელია. ივანიშვილი ცნობილია საქართველოში თავისი საქველმოქმედო საქმიანობით.


სიაში ჩამოთვილ ქართველ ბიზნესმენთა შორის ასევე არიან: დავით იაკობაშვილი, Wimm-Bill-Dann Foods–ის ხელმძღვანელი – 185 მილიონი დოლარი; კონსტანტინე მირილაშვილი, კომპანია “ევროსერვისის“  ხელმძღვანელი – 140 მილიონი დოლარი; ალექსანდრე ჯაფარიძე, “პეტროალიანს” –ის პრეზიდენტი – 100 მილიონი დოლარი; გია გვიჩია, ლუდის მწარმოებელი კომპანია სტეპან რაზინ–ის გენერალური დირექტორი – 65 მილიონი დოლარი და ზურაბ წერეთელი, მოქანდაკე  და რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი – 35 მილიონი დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button