ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა

11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილია ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა, ხოლო ვიცე-პრემიერობისა და ამავე დროს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია უზენაესი სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე კოტე კემულარია. იუსტიციის ყოფილი მინისტრი გიორგი პაპუაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატია. ახალ მთავრობაში ახალი სახე იქნება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს.


მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა, მათ შორის ძალოვანი მინისტრებიც, უცვლელი დარჩა.

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით საპარლამენტო კომიტეტები 16 თებერვლამდე განიხილავენ. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა 17 ან 18 თებერვალს რიგგარეშე სხდომა იქნეს მოწვეული, სადაც ერთადერთი საკითხი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button