ახალი ამბები

სააკაშვილი გამყრელიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები-ახლების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებაზე, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალური ვერსია და პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.


„ტყუილად გგონიათ, რომ ჩვენ რაღაცა გვაქვს დასამალი. ყველაფერი გამოქვეყნდება. მე ვენდობი ჩვენ სამართალდამცველებს და გირჩევთ თქვენც ენდოთ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიებაში ჩართული არიან აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები.


„არამგონია იმ კაცს [მხედველობაში დავით გამყრელიძე ჰყავდა], რომელმაც მთელი კარიერა გააკეთა ზურაბ ჟვანიას ლანძღვაზე, იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ შემდეგი ოთხი წელი ამის გარდა არაფერზე ისაუბროს“, განაცხადა პრეზიდენტმა.


დავით გამყრელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ეჭვქვეშ დააყენა ოფიციალური ვერსია იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button