ახალი ამბები

ცხინვალის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გაიტაცეს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტის ცნობით, დღეს ცხინვალის მახლობლად საგანგებო დავალებათა მინისტრის ბორის ჩოჩიევის მოადგილე მახარ გასიევი გაიტაცეს.
 
ოსური მხარე გატაცების ფაქტს საომარი მოქმედებების დაწყების პროვოცირებად  და საქართველოს მიერ საერთაშორისო პრინციპებისა და “კავკასიური ეთიკის” იგნორირებად აფასებს.
 
დღესვე ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ცხინვალის მახლობლად ოსი ეროვნების 12 პირის გატაცების შესახებ, რომელთა შორის ორი მაღალჩინოსანიცაა.
 
დღეს კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვში შეკრებილმა მოსახლეობამ ოსების მიერ 20 იანვარს გატაცებული ქართველი პოლიციელის ლადო ჩალაურის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ოსი ეროვნების პირების გატაცებით დაიმუქრნენ. 

Back to top button