
ახალი ამბები
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოში სტუმრად მყოფი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების დირექტორი ედვარდ ნასიმი დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა და მისი გაფართოების პერსპექტივები.
“საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისათვის გარემო მნიშვნელოვნად უმჯობესდება”, განაცხადა ედვარდ ნასიმმა.
საქართველო 1995 წლიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წევრია. მას შემდეგ კორპორაციამ 100 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში საფინანსო, ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის და მრეწველობის სექტორებში.