ახალი ამბები

ბაღაფში პირველ ვიზიტს რუსეთში გეგმავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში უახლოეს პერიოდში მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, აცხადებს სააგენტო  “როსბალტი”.
 
ბაღაფშის განცხადებით, სოხუმს მოსკოვის მიმართ კონკრეტული წინადადებები აქვს, ისევე როგორც მოსკოვს აფხაზეთისადმი.
 
“არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ იქნება ინვესტიციები კომუნიკაციებში, რკინიგზაში. პერსპექტივა ძალიან დიდია“, განუცხადა სერგეი ბაღაფშმა დღეს ჟურნალისტებს.
 
დღეიდან სერგეი ბაღაფში უკვე შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ფორმირებას. მისი თქმით, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი მისი თანაგუნდელი, აფხაზეთის ყოფილი შს მინისტრი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ალექსანდრე ანქვაბი გახდება.
 
ბაღაფშის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებაში იქნებიან ყველა პროფესიონალები, “მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონენიც“.

Back to top button