ახალი ამბები

აშშ-ს სანაპირო დაცვის ინსტრუქტორები ქართველ მესაზღვრეებს მოამზადებენ

დღეს ბათუმში დაიწყო ტრეინინგები, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს სანაპირო დაცვის ინსტრუქტორები 25 ქართველ მესაზღვრე ოფიცერს მართვისა და მენეჯმენტის სასწავლო კურსს ჩაუტარებენ.


აღნიშნული ტრეინინგები, რომელიც 21 იანვრამდე გაგრძელდება, 1999 წლიდან საქართველოში მიმდინარე ამერიკული “საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Back to top button